Facebook-ს ძალიან ბევრი ადამიანი იყენებს და ამას ყველაზე კარგად სტატისტიკა გვამცნობს, ადამიანთა უმრავლესობა კი იმდენად არის შეპყრობილი Facebook-ით, რომ თითქმის მთელ დღეს აღნიშნულ ვებ-გვერდზე ატარებენ.
დამეთანხმებით, ალბათ რომ ნამდვილად მოსაბეზრებელია, როდესაც ერთსა და იმავე დიზაინს უყურებ წლების განმავლობაში. საუბარი მაქვს Facebook-ის სტილზე. მოცემულ პოსტში მე თქვენ გასწავლით, თუ როგორ უნდა შევცვალოთ ძველი დიზაინი ახალი და სასურველი ფერებით. პოსტი გამოადგებათ მხოლოდ Mozilla Firefox-ის მომხმარებლებს.
Facebook-ის სტილის შეცვლის ინსტრუქცია:
1. პირველ რიგში თქვენ უნდა დააყენოთ Stylish Addon-ი;
2. ამის შემდეგ შედით უბრალოდ userstyles.org-ზე და აირჩიეთ სასურველი თემა;
3. ცვლილების სანახავად გადატვირთეთ Facebook გვერდი.