თუ თქვენ გადაწყვიტეთ ინგლისურის შესწავლა ამის საუკეთესო საშუალებაა საერთაშორისო სახლი. ორგანიზაციის მიზანია უცხოური ენების სწავლების მაღალი ხარისხი. დღეს “საერთაშორისო სახლი” მსოფლიოში უდიდესი ორგანიზაციაა, რომელიც ასწავლის უცხოურ ენებს და ამზადებს მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალებს.
საერთაშორისო სახლი გთავაზობთ სწავლების 8 დონეს. თითოეულ დონეზე სწავლა გრძელდება 4 თვე და შედგება ორი 2 თვიანი კურსისაგან – A და B. ყოველი კურსის დამთავრებისას ჩატარდება ტესტირება. მისი შედეგების საფუძველზე მოხდება შემდგომ კურსზე ან დონეზე გადაყვანა ან გაიცემა სერთიფიკატი.
- დაწყებით, Beginner, დონეზე სწავლის ხანგრძლივობა 2 თვეა.
საერთაშორისო სახლის დონეები:
- Beginner
- Elementary
- Pre-Intermediate
- Intermediate
- Upper-Intermediate
- Pre-Advanced
- Advanced
- Post-Advanced
თითოეულ დონეზე აკადემიური საათების რაოდენობაა 100+16, სულ 116 საათი. აქედან 100 საკლასოა, ხოლო 16 საკრედიტო საათია, რაც კომპიუტერულ ლაბორატორიაში, ბიბლიოთეკაში, სასაუბრო გაკვეთილებზე ან ინდივიდუალური დავალებით უნდა შეასრულოს სტუდენტმა. საბოლოო შეფასება წარმოებს ტესტირებისა და სწავლის პერიოდში მიღებული შეფასებების საფუძველზე.
საერთაშორისო სახლში ჩასარიცხად თქვენ შეგიძლიათ ჩაირიცხოთ ონლაინ და ასევე შეგიძლიათ მიხვიდეთ ოფისში და გაიაროთ გასაუბრება.
საერთაშორისო სახლი ასევე საშუალებას გაძლევთ შეამოწმოთ თქვენი ინგლისურის ცოდნა ონლაინ ტესტის მეშვეობით – ტესტის დაწყება !
საერთაშორისო სახლის უმთავრესი უპირატესობაა მაღალი კვალიფიკაციის მქონე მასწავლებლები. ყველა პედაგოგს გააჩნია საერთაშორისო დონეზე აღიარებული სწავლების კვალიფიკაცია შესაბამისი სერთიფიკატებით (CELTA, DELTA, TESOL, TESOL Dip).
You must log in to post a comment.