
უკანასკნელმა მოვლენებმა ან უბრალოდ სოციალურ მედიაზე დამოკიდებულებამ თუ გადაგაწყვეტინათ ფეისბუქის წაშლა, მაშინ ეს სტატია თქვენთვისაა. ეს გადაწყვეტა უშველის და დაიცავს იმ ადამიანებს რომელთა მონაცემებსაც ჯერ არ გაუჟონავს და არავინ იყენებს მათ, მაგალითად პოლიტიკური მიზნებისათვის.
ფეისბუქის წაშლა
ფეისბუქის ექაუნთის დეაქტივაცია
ფეისბუქი გვაძლევს ორ ოფციას: დეაქტივაციას და წაშლას. დეაქტივაციის პროცედურა გაცილებით მარტივია. უნდა დააკლიკოთ ფეისბუქის ზედა მარჯვენა კუთხეში ჩამოსასშლელ მენიუს და აირჩიოთ “Settings”. შემდეგ უკვე გადმოდიხართ ზედა მარცხენა კუთხეში და აკლიკებთ “General”-ს, ამის შემდეგ კი აკლიკებთ “Edit”-ს “Manage Account”-ის გასწვრივ.

ჩამოსქროლეთ ქვემოთ და ნახავთ წარწერას “Deactivate Your Account” დააკლიკებთ მას და დეაქტივაციაც დასრულდება, თუ ვერ მიაგენით მაშინ თუ ავტორიზაცია გავლილი გაქვთ ფეისბუქზე შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს ლინკი: ფეისბუქის დეაქტივაცია.
თუ თქვენ არ ხართ კომპიუტერთან და იყენებთ ტელეფონს მაშინ დეაქტივაცია უნდა გააკეთოთ შემდეგნაირად:
Settings & Privacy > Settings > Account Settings > Personal Information > Manage Account > Deactivate.

ფეისბუქი შენს დაკარგვას არ შეაფასებს პოზიტიურად და ის ეცდება დაგაბრუნოს ისევ უკან და მეილსაც კი გამოგიგზავნის იმის შესახებ, რომ შენს მეგობრებს ენატრები ფეისბუქზე და ა.შ, ასე რომ მზად იყავით და გული ნუ აგიჩუყდებათ მსგავს მეილებზე.
დეაქტივაცია არ ნიშნავს ფეისბუქისკენ მიმავალი ყველა გზის მოჭრას. დეაქტივაციის დროს თქვენი თაიმლაინი გაუჩინარდება, თქვენ არ გექნებათ წვდომა თქვენს ფეისბუქ ექაუნთთან, არ მეგობრებს შეეძლებათ დაგთაგონ ან დაგეკონტაქტონ, მაგრამ ფეიბუქი მაინც არ შლის თქვენს მონაცემებს, რადგან გიტოვებთ რეაქტივაციის საშუალებას.
ფეისბუქის ექაუნთის წაშლა
თუ გსურთ თქვენი ფეისბუქ პროფილის წაშლა მაშინ უნდა ეწვიოთ შემდეგ მისამართს: https://www.facebook.com/help/delete_account გახსოვდეთ რომ ფეისბუქის წაშლიდან ან ინფორმაციის ამოღების მიუხედავად ის შესაძლოა მაინც დარჩეს თუ დაშეარებული აქვთ სხვა პირებს.

ასევე გახსოვდეთ რომ თქვენი კომენტარები და შეფასებებიც შეიძლება დარჩეს თქვენი მეგობრების პროფილებსა თუ სხვადასხვა გვერდებზე, ხოლო მაქსიმუმ 90 დღის განმავლობაში შეინახება თქვენი პოსტები და ფოტოები ფეისბუქის სერვერზე (და არა საიტზე).
ექაუნთის წაშლას ფეისბუქი ანდომებს 14-დან 30 დღემდე პერიოდს, ეს კიდევ ერთი გზაა იმისთვის რომ ამ პერიოდის განმავლობაში ფეისბუქმა არ დაგკარგოთ და უკან დაგაბრუნოთ.
სხვისი ფეისბუქ ექაუნთის გაუქმება
თუ თქვენ გსურთ და იცით ისეთი ადამიანი, რომელიც 13 წელზე ნაკლებისაა მაშინ შეგიძლიათ დაარეპორტოთ ის შემდეგი ბმულიდან:
https://www.facebook.com/help/contact/209046679279097

თუ ფეისბუქი დარწმუნდება რომ ის პიროვნება ნამდვილად 13 წელზე ნაკლებისაა მაშინ ის წაშლის მას, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე.
თუ თქვენ ადრეც გიცდიათ ფეისბუქის წაშლა ალბათ ეს სტატიაც გემახსოვრებათ.
ინგლისურენოვანი წყარო: pcmag.com