როგორ წარმოიშვა საბანკო საქმიანობა საქართველოში?

  • Creed
  • February 20, 2017
  • 0

ბანკი-ihow.geროგორც მსოფლიოს უმეტეს ძველ ცივილიზებულ ქვეყანაში, საქართველოშიც ფულად-საკრედიტო ურთიერთობებს, სხვადასხვა საკრედიტო დაწესებულებების, მ. შ. ბანკების არსებობას საკმაოდ დიდი ხნის ისტორია აქვს.

 

 

 

მევახშე-ihow.geსაქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ქვეყნებს – იბერიასა და კოლხეთს, სხვადასხვა სახის საკრედიტო დაწესებულებები –არაფებისა და მევახშეობის ინსტიტუტების სახით გააჩნდათ, რომლებიც დღევანდელი საბანკო სისტემის წინამორბედებს წარმოადგენდნენ. მსგავსი ტიპის სტრუქტურული ერთეუილები საქართველოში ჯერ კიდევ კოლხეთისა და იბერიის სამეფოში ძვ.წთ.აღ-ით VI ს-ში გამოჩნდნენ. შემდგომ პერიოდში ეს პროცსი პერმანენტულად გრძელდებოდა და ჩქარდებოდა, VIII ს-ის საქართველოში უკვე არსებობდნენ ფართო საკრედიტო ორგანიზაციები – დღევანდელი გაგებით ბანკები, რომელთაც ორტაღი ეწოდებოდა, რომელნიც კრედიტებს სხვადასხვა ქონების გირავნობის ქვეშ ან მის გარეშე იძლეოდნენ. ე.წ. ,,ოქროს ხანის” საქართველოში (XII-ს) ნიშანდობლივი თავისებურება მისი ფულად სისტემა იყო. კერძოდ ის ფაქტი, რომ სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებითYსაქართველოს ტერიტორიაზე ვრცხლისა და სპილენძის ფულს ერთი და იგივე მსყიდველობითი უნარი გააჩნდათ – უპრეცენდენტო მოვლენა იყო ომ დროს მსოფლიოში, რადგან შუა საუკუნეების სახელმწიფოებში თვით სპილენძის ფულს, ნომინალის მიუხედავად, ლითონის ღირებულება ჰქონდა.

როგორც ისტორიული წყაროები მოწმობენ, დავით აღმაშენებელს ფრიად ორიგინალური გადაწყვეტილება მიუღია: საქართველოს მიწაწყალზე რვალს ,,თეთრი” ვერცხლად მიიღებოდესო (რვალი-სპილენძისა და თუთიის შენარევი ლითონი, რომლისგანაც იბეჭდებოდა ფული). თანამედროვე ტერმინოლოგია რომ გამოვიყენოთ, დავით აღმაშენებელმა სავალუტო რეფორმა – ეროვნული ვალუტის დევალვაცია მოახდინა და მკაცრი სავალუტო კონტროლის დამყარებით ქვეყანაში უცხოელების მიერ ქართული დიზაინის მქონე სპილენძის ყალბი მონეტების შემოტანა აღკვეთა. ამ სავალუტო რეფორმამ, როგორც შემდგომმა მოვლენებმა აჩვენა – საქართველოს ეკონომიკის განვითა-რებას შეეწყო ხელი. XI – XIII სს. საქართველო ჩაბმული იყო მსოფლიო ვაჭრობაში, რის შედეგადაც ვითარდებოდა საკრედიტო დაწესებულებებიც, თუმცა XIII ს-ის მეორე ნახევრიდან, მას შემდეგ, რაც საქართველო განუწყვეტელი ბრძოლების არენად იქცა, რაიმე სახის საკრედიტო დაწესებულებების არსებობის შესახებ მასალები ისტორიულ წყაროებში აღარ მოიპოვება. მოგვიანებით XVII–XVIII სს. საქართველოში უკვე საზარაფო დაწესებულებები არსებობდა (განსაკუთრებით ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II-ის დროს), რომლებიც საკრედიტო – საანგარიშსწორებო ოპერაციაბს ასრულებდნენ და ჭრიდნენ ფულს არამარტო საქართველოში, არამედ მეზობელ სახელმწიფოებშიც. მას შემდეგ, რაც რუსეთის იმპერიამ გააუქმა ქართლ-კახეთის სამეფო (1801 წ),

პირველი-ბანკი-ihow.geსაქართველოში მოქმედი ეროვნული საკრედიტო სტრუქტურები გაუქმდა და მათ ადგილზე დაიწყო რუსეთის სხვადასხვა საკრედიტო დაწესებულებათა დაარსება. საქართველოში, პირველი ასეთი საკრედიტო დაწესებულება დაარსდა 1810 წელს თბილისში ,,საქართველოს საზოგადოებრივი მზრუნველობის საგანგიოს” სახელწოდებით, რომელიც იღებდა ანაბრებს და იძლეოდა კრედიტებს. თბილისში 1866 წლიდან ფუნქციონირებდა რუსეთის ბანკის (შეიქმნა 1860 წ.) თბილისის სამმართველო. 1871 წლიდან თბილისის კომერციულმა ბანკმა დაიწყო მუშაობა ფილიალებით ბაქოში, ბათუმში და ერევანში. ამავე წლიდან საქართველოსი შეიქმნა ,,შემნახველ-გამსესხებელი ამხანაგობა”, ანუ ,,სასოფლო ბანკი” (დაფუძნდა დუშეთის მაზრაში). XIX ს-ის 80-იან წლებში საქართველოში სულ 85 საკრედიტო დაწესებულება ფუნქციონირებდა, მ.შ. 15 თბილისში. 1875 წლის 28 ივნისს თბილისში ილია ჭავჭავაძის თაოსნობით დაფუძნდა თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკი, ხოლო ქუთაისში – 1876 წელს ნიკო ღოღობერიძის თაოსნობით.

1917 წელს თბილისში ფუნქციონირებდა ,,ცენტრობანკი”, ფილიალებით ლანჩხუთში, ბორჯომში, ქუთაისში და ზესტაფონში. საქართველოს საფინანსო საქმიანობას რუსეთის ბანკების კანტორებიც ეწეოდნენ: ვოლგა-კამსკის კომერციული ბანკი, სანკტ-პეტრერბურგის საერთაშორისო ბანკი, სახალხო ბანკი, საერთაშორისო ნდობის საზოგადოების სტატუსით ა. პრიდანოვის ბანკი.

საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას არ გააჩნა საკრედიტო სისტემის მართვისა და რეგულირების საკუთარი სათაო რგოლი – საქართველოს ეროვნული ბანკი. მის მოვალეობას ასრულებდა რუსეთის ყოფილი საიმპერიო ბანკის თბილისის განყოფილება, რომესაც 1917 წლის ნოემბრიდან არავითარი კავშირი არ ჰქონდა საიმპერიო ბანკთან. რუსეთის ყოფილი საიმპერიო ბანკის თბილსის განყოფილებამ 1917 წლის ნოემბრიდან ჯერ ამიერკავკასიის კომისარიატის ფინანსთა კომისრის ქრიტეფრე კარჩიკიანის უშუალო დაქვემდებარებაში, ხოლო შემდეგ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრის გიორგი ჟურულის და კონსტანტინე კანდელაკის ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებოდა. აღნიშნული ბანკის თბილისის განყოფილების ფინქცია ზარაფხანიდან ეტანილი ფულადი ნიშნების ფინანსთა მინისტრის დირექტივებისამებრ განკარგვა იყო. მის მუშაობას აკონტროლებდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დანიშნილი საგანგებო კომისარი. დამოუკიდებელი სახელმწიფო საკრედიტო აპარატის არარსებობა, რომელიც საკუთარ თავზე აიღებდა ფულის მიმოქცევის და სხვა სასიცოცხლო ეკონომიკური მნიშვნელობის საქმეთა რეგულირების პრეროგატივას, ერთობ უარყოფით როლს თამაშობდა და შეუძლებელი იყო, დიდხანს გაგრძელებიყო.

1919 წლის 13 დეკემბერს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრებისა და საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის მიერ მიღებულ იკნა ,,კანონი სახელმწიფო ბანკის დაარსების შესახებ”, რითაც ქვეყანაში საბანკო სისტემის მარეგულირებელი და ეროვნული ფულად-საკრედიტო პოლიტიკის განმახორციელებელი ორგანოს კანონიერ ფუნქციონირებას ჩაეყარა საფუძველი. კანონს თან ერთვოდა წესდება, რომელშიც საქართველოს სახელმწიფო ბანკის დანიშნულება, წყობის სტრუქტურა, საწესდებო კაპიტალი და უფლებამოვალეობანი იყო განმარტებული. საქარტველოს სახელმწიფო ბანკმა ფუნქციონიება 1920 წლის ივლისიდან დაიწყო. კანონის თანახმად, აღნიშნული სტრუქტურის დაარსების პირველივე დღიდან ,,საქართველოს სახელმწიფო ბანკი” ეწოდა. მისი ძირითადი ფუნქცია იყო ფულის მიმოქცევისა და რესპუბლიკის ფულადი ნიშნების სტაბილურობა, აგრეთვე ვაჭრობის, მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის მოკლევადიანი სესხის გაცემა. საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველ თავმჯდომარედ აირჩიეს ცნობილი ქართველი ფინანსისტი იასონ ლორთქიფანიძე. მიუხედავად თავისი არსებობის მცირე ხნისა, ბანკმა საქართველოსთვის ბევრი სასარგებლო და მნიშვნელოვანი საქმის გაკეთება მოასწრო: განახორციელა ფულის რეფორმა, შეიქმნა მნიშვნელოვანი უცხოური სავალუტო რეზერვები, მიმოქცევიდან ამოიღო ამიერკავკასიის კომისარიატის ბონები. ამ უკანასკნელის თავისუფალი მიმოქცევა აშკარად ზღუდავდა სუვერენული საქართველოს ფულად-საკრედიტო სფეროს და ამდენად, ხანგრძლივად ვერ გაგრძელდებოდა. შედეგად, საქართველოს ეროვნულ საბჭოში ქართული ფულის, თუნდაც ბონების სახით გამოშვების მომხრეთა რიცხვი დღითიდღე იზრდებოდა. 1918 წლის ივნისში დაარსდა ,,ქართული ფულის ფონდი”, რომელიც მომავალი ქართული ვალუტის სტაბილური კუსისი ერთ-ერთიმყარი გარანტი უნდა გამხდარიყო.

ფული-ბანკ-ihow.ge1918 წლის ივლისში გამოცხადდა კონკურსი ქართული ფულის ნიშნების კონკრეტული მხატვრული სახის შესარჩევად და დასადგენად. ღონისძიებას ხელმძღვანელობდა მთავრობის მიერ შექმნილი სპეციალური კომისია, რომელმაც ერთხმად მოიწონა მხატვარ იოსებ შარლემანის მიერ შესრულებული ესკიზი. სწორედ ეს ესკიზი დაედო საფუძვლად

ქართული ბონების გარეგნულ სახეს. ამ პერიოდისთვის ქართული ბონების გამოსაშვებად უკვე მომზადებული იყო ნიადაგი _ საშინაო და საგარეო მდგომარეობა შედარებით სტაბილური იყო და ყვლა ეთანხმებოდა მოსაზრებას, რომ უკვე იყო დრო, ერთხელ და სამუდამოდ, წერტილი დასმოდა საქართველოს ფინანსურ დამოკიდებულებას სომხეთსა და აზერბაიჯანში.

1921 წლის 21 თებარვალის შემდეგ, როდესაც საქართველოში დამყარდა საბჭოთა წყობილება, ქვეყანამ დაკარგა დამოუკიდებლობა და ,,საქართველოს სახელმწიფო ბანკს» სახელმწიფოებრივი საფუძველი გამოაცალა და მან არსებობა შეწყვიტა. ამ პერიოდიდან გენერალური ბანკის ფუნქციებს ,,საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ბანკი ასრულებდა”

Previous «
Next »

Leave a Reply

%d bloggers like this: