თევზეულის საუზმე – თეთრი მშრალი.
შებოლილი ხორცეული – ვარდისფერი ან სუსტი წითელი.
კერძები ბრინჯით – თეთრი მშრალი, სუსტი წითელი ან ვარდისფერი.
ნანადირევი – ძველი წითელი კეთილშობილური.
ბოსტნეულის კერძები – მშრალი ან თეთრი მუსკატის.
თეთრი ხორცი – წითელი საშუალოდ დავარგებული.
მაგარი ყველისათვის – დავარგებული წითელი.
რბილი ყველისათვის – წითელი მაჭარი.
ხილი – თეთრი, ცქრიალა შამპანური.
დესერტი – ლიქიორი ან ტკბილი შამპანური.
ცხარე, მწარე კერძები ძმრით ან ლიმონით შეზავებული მომჟავო-მოტკბო კერძები, შოკოლადი, ნაყინი – ღვინის გარეშე.
მიზანშეწონილია დავარგებული წითელი ღვინო წინასწარ სუფრაზე გატანამდე რამდენიმე საათით ადრე გაიხსნას, რათა ჰაერით ,,ისუნთქოს“ და ჟანგბადით ავსების შესაძლებლობა მიეცეს.