რუსეთის სტრატეგიული ინტერესები ცენტრალურ აზიაში

  • taleiran-perigor
  • April 20, 2014

ობამა და პუტინიამ დროისთვის ცენტრალური აზია არ წარმოადგენს რაიმე მთლიანობას. ამ რეგიონის ქვეყნები მნიშვნელოვნად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან იქ დამყარებული რეჟიმებით, საგარეოკავშირ-ურთიერთობების, მოსახლეობის კულტურულ-ფსიქოლოგიური მენტალიტეტით. თოთოეული ეს ქვეყანა ცდილობს გაატაროს საკუთარი პოლიტიკა, რომელიც ხშირად წინააღმდეგობაში მოდის მეზობელი ქვეყნების ინტერესებთან.

რეგიონში საკუთარი გავლენის დასამკვიდრებლად ბრძოლაში ჩაერთვნენ, უპირველეს ყოვლისა, აშშ, ჩინეთი, თურქეთი, ირანი. რეგიონის მიმართ ასეთ ინტერესს განაპირობებს მრავალი მიზეზი:

– ხელსაყრელი გეოსტრატეგიული მდგომარეობა;
– დიდი ტერიტორია და ადამიანთა მნიშვნელოვანი რესურსი;
– ნედლეულის უზარმაზარი მარაგი, რომელთა შორის უმნიშვნელოვანესია ენერგომატარებლები.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ცენტრალური აზიის ქვეყნები პირდაპირ აღმოჩნდნენ მრავალი პრობლემის წინაშე, რომელთაგანაც განსაკუთრებით აღსანიშნავია რელიგიური ექსტრემიზმისა და ტერორიზმის აქტივიზაცია. ამ ქვეყნების ლიდერები დახმარებისათვის მიმართავენ როგორც დასავლეთს ასევე რუსეთს.

თავდაპირველად რუსეთი ამ ქვეყნებთან მიმართებაში პასიური იყო, ამიტომ მათ დასავლეთის დახმარება მიიღეს. მხოლოდ 90-იანი წლების ბოლოს რუსეთში გაიაზრეს, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნების მიმართ უწინდელი იზოლაციონალიზმი გამოიწვევდა რუსეთის თანდათანობით გასვლას ამ რეგიონიდან, რაც მკვეთრად ეწინააღმდეგებოდა მისი ძირეულ ინტერესებს. ამერიკელთა გამოჩენამ ბიძგი მისცა რუსეთის ხელმძღვანელობას, რომ საბოლოოდ გასცემოდა კითხვას-სჭირდებოდა თუ არა რუსეთს ცენტრალური აზია?

აშშ-სათვის ცენტრალური აზია სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტია, იგი თავისი ადგილმდებარეობით აზიის დიდი ნაწილის, მათ შორის ჩინეთი ჩრდილო-დასავლეთ ნაწილის, კონტროლის საშუალებას იძლევა, მეორე მხრივ, იგი მდიდარია ბუნებრივი რესურსებით- ნავთობით, გაზით, ოქროთი და სხვა. აშშ-ს ძირეულ ინტერესებს წარმოადგენს მისი სამხედრო ბაზების გაფართოება და მოდერნიზება, დამატებითი სამხედრო ობიექტების შექმნა და ასევე – ცენტრალური აზიის რეგიონების ბაზრის გახსნა ამერიკული ინვესტიციებისათვის.

ექსპერტთა ამ მოსაზრებებს აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივნის კოლინ პაულელისა და მისი თანაშემწის ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ელიზაბეტ ჯოუნსის, აგრეთვე დონალდ რამსფელდის განცხადებაში გამოთქმული აზრი, რომ ავღანეთის ანტიტერორისტული ოპერაციის დამთავრების შემდეგ არ წავა ცენტრალური აზიიდან, ცალსახად მიგვანიშნებს თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ამერიკელები ამ რეგიონსდა ბარაკ ობას გადაწყვეტილება დაატოვებინოს ავღანეთი ამერიკელ ჯარისკაცებს, სულაც არ ნიშნავს იმას რომ აშშ მიდის ცენტრალური აზიდან, უფრო მეტიც ის ძალინ დიდ თანხებს ხარჯავს ამ რეგიონში დემოკრატიული ინსტიტუტების, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მასობრივი ინფორმაციის დამოუკიდებელი საშუალებების მხარდასაჭერად.

აშშ-ს გააქტიურებამ რეგიონში დააჩქარა რუსეთი დადებითი პასუხი გაეცა აღნიშნული კითხვისთვის.

ცენტრალურ აზიაში ამერიკელთა ყოფნა მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს რეგიონის უსაფრთხოებას. მათ შეძლეს ავღანეთში “თალიბანის” ძალების დასუსტება, რითაც ობიექტურად გადაჭრეს რუსეთისათვის მნიშვნელოვანი პრობლემა-უსაფრთხოების საკითხი.
ვაშინგტონის ძირითადი ძალისხმევა ცენტრალურ აზიაში მიმართულილა უპირველესად გლობალური, სისტემური მიზნების მისაღწევად. ესენია “გადაბირების სტრატეგიის”
მიღწევა და ბრიუსელ-ვაშინგტონის წესრიგის განმტკიცება. აქედან გამომდინარე აშშ თავისი სტრატეგიული ამოცანების განსახორციელებლად იყენებს ეკონომიკურ, სამხედრო და კულტურულ-იდეოლოგიურ საშუალებებს.

მაგრამ შშ-ს არ შეუძლია და არც სურს აბსოლუტურაად გააკონტროლოს ცენტრალური აზიის შიდა რეგიონალური ქვესისტემების ეთნოპოლიტიკური სიტუაცია და საერთაშორისო მდგომარეობა. აშშ ალბათ არ შეეცდება სერიოზული ძალისხმეა გასწიოს რუსეთისაკენ ნარკოტრანზიტის აღსაკვეთად, რეგიონში ისლამური ექსტრემიზმის დასათრგუნად, აგრეთვე, რეგიონის სახელმწიფოებში შესაძლო შიდა პოლიტიკური კატაკლიზმების ასაცილებლად, თუკი ეს რუსეთს შეუქმნის საფრთხეს. ეს იმიტომ, რომ იგი ეწინააღმდეგება “გადაბირების” ამერიკულ სტრატეგიას, რომელიც მიმართულია რუსეთში ცენტრიდანული ძალების გასაღვივებლად.

ვაშინგტონსა და მოსკოვს ინტერესების თანხვედრის შემთხვევაში შეუძლიათ ერთობლივად გადაჭრან ესა თუ ის პრობლემა, მაგრამ ამერიკა არ ეცდება იზრუნოს რუსეთის უშიშროების პრობლემებზე, თუ პირდაპირ არ არის დაინტერესებული.

როდესაც რუსეთმა აღნიშნულ კითხვას დადებითი პასუხი გასცა, მან მნიშვნელოვნად გააქტიურა თავისი ინტეგრაციული პოლიტიკა რეგიონში.

დღეისათვის რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკის რეგიონალურ მიმართულებათა შორის პოსტსაბჭოურ სივრცეში ცენტრალური აზიის ვექტორს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. განსაკუთრებით მნიშვნელოვან როლს ამაში თამაშობს შემდეგი ფაქტორები:

1.ამ რეგიონში დიდი რაოდენობით ცხოვრობს რუსულენოვანი მოსახლეობა;
2.პოლიტიკური და სოციალ-ეკონომიკური პრობლემები, რომლებიც განაპირობებენ რუსეთის სამხრეთ საზღვართან არასტაბილურ გარემოს;
3.ცენტრალური აზიის ტერიტორიის გამოყენება სატრანსპორტო დერეფნად;
4.ტრანსნაციონალური კრიმინალის მხრიდან საფრთხის შექმნა.

გარდა ამის, მხედველობაშია მისაღები ისიც, რომ აზიის გეოგრაფიული ცენტრი მდებარეობს რუსეთის სამხრეთ ციმბირში, ეს უკვე ცენტრალური აზიის ნაწილია, სწორედ ამიტომაც, იგი შედის ცენტრალური აზიის საერთაშორისო ურთიერთობათა სტრუქტურების ქვესისტემაში.
თუმცა რუსეთს ცენტრალური აზიის ახალგაზრდა დამოუკიდებელი ქვეყნების მიმართ ჯერ საბოლოოდ არა აქვს ჩამოყალიბებული საგარეო პოლიტიკის ერთიანი კონცეფცია, რომელიც შეესაბამება რუსეთის ეროვნულ სახელმწიფოებრივ ინტერესებს. ასეთი კონცეფცია არამარტო დაიცავდა რუსეთს წარუმატებლობისაგან ცენტრალური აზიის პოლიტიკაში, არამდედ ხელს შეუწყობდა მისი უსაფრთხოების დაცვას, გამყარდებოდა რუსეთის ფედერაციის, როგრც დიდი სახელმწიფოს ავტორიტეტი საერთაშორისო არენაზე, შეიქმნებოდა სოციალურ-ეკონომიკური აღორძინების პირობები და ა.შ.

რუსეთის საგარეო პოლიტიკური კურსის ამ მიმართულებით ჩამოყალიბებაში განსაკუთრებული დატვირთვა ენიჭება უმთავრესი პრიორიტეტების ჩამოყალიბებას.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.