საკვების მომარაგება – ერთი წლის სამყოფი

  • ihow.ge
  • 10/03/2020

საკვების მომარაგება სულ უფრო აქტუალური ხდება. თუ მზად ხართ და გადაწყვიტეთ საკვების მომარაგება მშვენიერია, მოდით დავიწყოთ და განვიხილოთ სხვადასხვა ვარიანტები.

საკვების მომარაგება ბანკის გაძარცვის გარეშე

არსებობს რამოდენიმე მეთოდი იმისათვის, რომ შევქმნათ ერთწლიანი საკვების მარაგი, მოდით განვიხილოთ ისინი:

  • შეაგროვეთ საკვები ნელ-ნელა დროის გარკვეულ პერიოდში. შეიძინეთ კონსერვები თითო ოროლა საყიდლებზე გასვლის დროს და ასევე მცირე რაოდენობა იმ საკვებისა რომლის გაყინვაც დიდი ხნით არის შესაძლებელი;
  • იმ ადამიანებისათვის კი ვინც ხართ ამბიციურები და გჯერათ საკუთარი მონაცემების შეგიძლიათ თავად დააკონსერვოთ სასურველი პროდუქტები, გაყინოთ, შებოლოთ ან ა.შ;
  • შეიძინეთ უკვე გამზადებული ე.წ “გადარჩენისთვის საჭირო საკვების” პაკეტები (რომლებიც ძირითადად უცხოეთშია და საქართველოში ნაკლებად ან საერთოდ არ გვხვდება).
საკვების მომარაგება

როგორი უნდა იყოს საკვების მომარაგების სია?

ეს სია იმხელაა, რომ ერთიანად საყიდლად ცოტა რთულია როგორც ლოჯისტიკურად, ასევე ეკონომიკურად იმიტომ, რომ საქართველოში არ გვაქვს ბევრ ოჯახს იმის საშუალება, რომ ათასები ან თუნდაც რამოდენიმე ასეული ლარი ერთდროულად გადავიხადოთ საკვების მარაგების შექმნაში.

მშრალი საკვები – ერთ ადამიანზე:

  • მაკარონი – 20კგ ;
  • ლობიო – 30 კგ;
  • ბრინჯი – 20 კგ;
  • წიწიბურა – 20 კგ
  • შვრია და შვრიის ფანტელები – 10 კგ;
  • კუსკუსი – 5 კგ;
  • სხვა მარცვლეული (“პერლოვკა”, ხორბალი და ა.შ) – 5 კგ;
  • მშრალი წვნიანები (ე.წ. ანაკომის სუპები) – სურვილისამებრ (10-50 ცალი);
  • “გალინა ბლანკას” ბულიონის კუბიკები (და სხვა პროდუქცია სუნელები, საკმაზები) – სურვილისამებრ (2-10 შეკვრა);
  • ორცხობილები – 5-10კგ;
  • ჩირი, ტყლაპი და ჩურჩხელა – 20კგ.

პროტეინები (ცილები):

  • თინუსი – 15 ქილა;
  • ორაგული – 15 ქილა;
  • ქათმის კონსერვი – 30 ქილა ;
  • ინდაური კონსერვი – 10 ქილა;
  • არაქისის კარაქი – 2 ქილა;
  • თხილეულობა – 5 კგ;
  • კვერცხი (ვადის ამოწურვამდე) – 40 ცალი;

სხვა კონსერვები:

  • ლობიო – 20 ქილა;
  • ხორცი (“გავიადინა/ტუშონკა”) – 40 ქილა;
  • სტაფილო – 10 ქილა;
  • ბარდა – 10 ქილა;
  • სიმინდი – 10 ქილა;
  • სოკო – 15 ქილა;
  • პომიდორი – 10 ქილა;
  • კიტრი/პიკულები – 5 ქილა;
  • ტომატი – 20 ქილა;
  • ხილი (ატამი/ანანასი/მსხალი) – 20 ქილა;
  • ჯემები და მურაბები – 5 ქილა;

გადარჩენისთვის რა არის საუკეთესო დაკონსერვებული პროდუქცია? ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია ვთქვათ რომ ეს არის ხორცი და ბოსტნეული, რადგან სხვანაირად მათი პირვანდელი სახით შენახვა გაგვიჭირდება.

მაკარონის, ბრინჯის და სხვა ნახშირწყლებისგან განსხვავებით, ხორცისა და ბოსტნეულის შენახვა თუნდაც გაყინული ან სხვა ფორმით შენახვა უფრო დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული ვიდრე დაკონსერვებულის შენახვა, ამიტომ ჩვენი რჩევაა შენიახოთ ისინი დაკონსერვებული სახით.

ნუ როგორც უკვე ვთქვით არსებობს უამრავი წვნიანი, ლაფშა/რამენი თუ სხვა პროდუქცია რომელიც არის მშრალი და უკვე მომზადებულ მდგომარეობაში, რომელთაც მხოლოდ ცხელი წყლის დამატება სჭირდება, მაგრამ დაიმახსოვრეთ ისინი შედარებით უფრო ძვირი სიამოვნებაა და თქვენ შეგიძლიათ მოამზადოთ უფრო იაფადაც და უფრო სასარგებლოც.

პ.ს არ დაგავიწყდეთ იქონიეთ მინიმუმ ერთი კონსერვის გასახსნელი.

გაყინულ-გამომშრალი საკვები:

გაყინულ-გამომშრალი საკვები უფრო მსუბუქია, უფრო კომპაქტური და უკეთესი გემოვნური თვისებები ახასიათებს ვიდრე მათ დაკონსერვებულ ვარიანტებს, თუმცა მათი შენახვა უფრო ძვირია და ასევე მომზადებაც უფრო დიდ დროს მოითხოვს.

  • ვაშლი – 5 კილო;
  • მარწყვი – 2 კილო;
  • ჟოლო – 2 კილო;
  • მაყვალი – 2 კილო;
  • მოცვი – 1 კილო;
  • ბანანი – 5 კილო;
  • მანგო – 0.5 კილო;

ასევე ნებისმიერი ხილი, ბოსტნეული თუ ხორცი შეგიძლიათ შეინახოთ გაყინულ მდგომარეობაში, უბრალოდ გაითვალისწინეთ თქვენი საყინულეების ზომა და ოპტიმალურად გამოიყენეთ ის.

საცხობი ინგრედიენტები:

  • ფქვილი ხორბლის – 40 კილო;
  • ფქვილი სიმინდის – 10 კილო;
  • თაფლი – 3 კილო;
  • მარილი – 5 კილო;
  • შაქარილი – 20 კილო;
  • პილპილი – 1 კილო;
  • სუნელები და სანელებლები – 3 კილო;
  • ძმარი (ყურძნის, ვაშლის) – 2 ლიტრი;
  • ვანილი – 0.3 კილო;
  • სოდა (საჭმელი, საცხობი) – 1 კილო;
  • საფუარი – 0,5 კილო.

ზეთები:

  • მზესუმზირის ზეთი – 10 ქილა;
  • სხვა ზეთები (ზეითუნის, სიმინდის და ა.შ) – სურვილისამებრ 5 ქილა.
  • კარაქი – 2 კილო;
  • ერბო – სურვილისამებრ 1 კილო;
  • მარგარინი – 1 კილო.

ზეთი და ცხიმი შეგვავსებენ ენერგიით და საკვებს მისცემენ კარგ არომატს. ისინი კალორიით არიან დატვირთული და კარგი დამხმარეები არიან სამზარეულოში.

სხვა პროდუქტები:

  • ყველი (პარმეზანი, შებოლილი სულგუნი ან ისეთი რომელის შენახვასაც დიდხანს შეძლებთ) – 20 კილო;
  • საწებლები (ტყემალი, კეტჩუპი, მაიონეზი, მდოგვი და ა.შ) – 5 კილო;
  • ნუში, ნიგოზი, თხილი და ა.შ – 5 კილო;
  • შოკოლადი და ტკბილეული – 5 კილო;

წყალი და სასმელები:

  • წყალი (სასურველია 2-2 ლიტრი ერთ პერსონაზე დღეში);
  • გამოხდილი წყალი – 20 ლიტრი;
  • ქილის წვენები – 10 ლიტრა;
  • რძის ფხვნილი – 20 კილო;
  • პასტერიზებული რძე (ქაღალდის შეფუთვაში უფრო დიდი ვადიანობის მქონე) – 20 ლიტრა;
  • წყლის გასაფილტრი (პატარა თუნდა ჩაიდნის მსგავსი) – 1 ცალი.
  • ღვინო და ალკოჰოლური სასმელები რეკომენდებული არაა თუმცა სურვილისამებრ.

ასევე არ დაგავიწყდეთ თქვენი შინაური ცხოველებისთვის საჭმლის მარაგების შევსება

რა თქმა უნდა ზემოთ განხილული მონაცემები ზოგადია და არა აბსოლუტური, მაგრამ საკვების მომარაგება შეგიძლიათ თქვენეული ვარიაციებით თუმცა ეს სტატია და აქ მოცემული რჩევები აუცილებლად გაითვალისწინეთ.

ის რომ ერთ ადამიანს წლის განმავლობაში ესაჭიროება დაახლოებით 150 კგ მარცვლეული, 50 კგ ფქვილი, 10 ლიტრი ზეთი და ცხიმები, 20 კილო შაქარი, 5კგ მარილი, 2000-5000 ლიტრი წყალი, საკმაოდ გავრცელებული და საბაზისო მონაცემებია, ხოლო შემდეგ რა ოდენობით ხორცს, თევზს, ხილსა და ბოსტნეულს დაამატებთ და გადაანაწილებთ წლის განმავლობაში თქვენს გემოვნებასა და თქვენს ბიუჯეტზეა დამოკიდებული.

ასევე გაეცანით სტატიას – როგორ დავაკონსერვოთ ხილი?

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.