სურათის დაპატარავება Paint-ის საშუალებით

  • lasha117
  • December 17, 2011

ამ პოსტში გასწავლით თუ როგორ უნდა შევამციროთ სურათის ზომა ისე, რომ არ გამოვიყენოთ დამატებითი პროგრამები. სურათის ზომის შეცვლის დროს უნდა გაითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ მისი დაპატარავება ხარისხის გაფუჭებასაც იწვევს.

მიჰყევით ინსტრუქციას:

1. აირჩიეთ სასურველი ფოტო, რომლის დაპატარავებაც გსურთ;

2. მაუსის მარჯვენა ღილაკზე დაჭერით გახსენით დამატებითი მენიუ;

3. მენიუში აირჩიეთ ფუნქცია Open With;

4. Open With-ის გახსნის შემდეგ ჩამოიწერება შესაბამისი ფოტო ედიტორები, რომლებიც კომპიუტერში გიწერიათ;

5. აირჩიეთ სტანდარტული პროგრამა Paint, რომელიც ყველა კომპიუტერს მოყვება;

6. Paint-ში სურათის გახსნის შემდეგ მენიუს ველში აირჩიეთ Image;

7. Image-ში აირჩიეთ Stretch/Skew;

8. სურათზე ხედავთ, რომ გამოტანილია ზომების ბლოკი, ამ ბლოკში აირჩიეთ პროცენტულად, თუ რამდენზე გსურთ სურათის შემცირება;

9. შემცირების შემდეგ შეინახეთ სურათი.

ალბათ მიხვდით, რომ ამ მეთოდით მხოლოდ სურათის დაპატარავება კი არა გაზრდაცაა შესაძლებელი, მაგრამ გაითვალისწინეთ (როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე), რომ ამ მეთოდით სურათის გადიდება და დაპატარავება შესაბამისად აისახება მის ხარისხზე.