სწორი კვება და ვარჯიში ფორმაში ყოფნისთვის

  • lasha117
  • November 17, 2012
  • 0

ადამიანები ორ კატეგორიად იყოფიან. ერთი ნაწილის ცხოვრება საკმაოდ მშვიდია, ხოლო მეორე ნაწილის კი დაძაბული. ძირითადად დაძაბული ცხოვრების მქონე ადამიანები დიდ დროს ატარებენ სამსახურში. ანუ გამოდის, რომ დაძაბული ცხოვრება კარიერისტ ადამიანებს აქვთ. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია ორგანიზმის დროული გამოფხიზლება და მუდმივ ფორმაში ყოფნა. მოგცემთ რამდენიმე რჩევას, რათა დღის ბოლოს არ იყოთ დაღლილი.

ენერგეტიკული სასმელები

ბევრს გონია, რომ თუ ენერგეტიკულ სასმელებს მიიღებს, მისი დღე იქნება ფხიზელი. ეს ნამდვილად ასეა, თუმცა ამ გამოფხიზლებას ძალიან ცუდი შედეგი მოყვება. ცნობილი ფაქტია, რომ ენერგეტიკული სასმელების ხშირი მიღება ბევრ დაავადებას იწვევს, მათ შორის კაცებში იმპოტენციას. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ასეთი ტიპის სასმელი შეიცავს ძალიან დიდი რაოდენობით კოფეინს, რაც გულის პირველი მტერია. ჩემი რჩევა იქნება არ გამოიყენოთ ენერგეტიკული სასმელები.

ნატურალური კვება

ეცადეთ, რომ დღის მანძილზე ყველაფერი მიირთვათ ნატურალური და ნაკლებად მიაწოდოთ ორგანიზმს ცხიმიანი და შემწვარი საკვები. აუცილებელია ასეთი საკვების მიღება მაგრამ არა ყოველდღიურად. ასევე კარგი იქნება, თუ დღეში მინიმუმ ერთ ჭიქა ფორთოხლის წვენს დალევთ. შეიძლება ასევე ნარევის გაკეთება. მაგალითად ფორთოხალი და ბანანი.

მოკლე ვარჯიში

 

ვიცი რომ ძალიან რთულია ახალ გაღვიძებულზე დადგე და ვარჯიში დაიწყო, თუმცა მოკლე ვარჯიში ორგანიზმის გამოსაღვიძებლად ძალიან კარგია. გააკეთეთ მინიმუმ 20-30 პრესის ვარჯიში. თუ არ იქნებით დაღლილი მაშინ იმდენივე აზიდვა დაამატეთ. კარგი იქნება თუ ამ ვარჯიშს ძილის წინაც გააკეთებთ.

Previous «
Next »