ფრანგული კოცნა

  • ihow.ge
  • January 8, 2012
  • 0

ფრანგული კოცნა გამოცდილი თუ არა, იმედი მაქვს ყველას ნანახი მაინც გაქვთ. არა აქვს მნიშვნელობა კოცნა იხილეთ ფილმში, ბნელ კუთხესა თუ სკვერში, მთავარია რამდენად იცით თავად როგორ აკოცოთ პარტნიორს ფრანგულად.

მოცემული სტატიის მეშვეობით აშკარად გაიუმჯობესებთ კოცნის ტექნიკას (თუ ფიქრობთ, რომ ეს გესაჭიროებათ) და ასევე ისწავლით თუ როგორ აკოცოთ პარტნიორს “ფრანგულად”.

 

  • დაისველეთ ტუჩები – მშრალი ტუჩები ნაკლებად მოსახერხებელია საკოცნად, მაგრამ ტუჩების დასასველებლად ყოველთვის ენის იმედად ნუ იქნებით, შეგიძლიათ გამოიყენოთ ტუჩსაცხი (საცხი ჯობს არომატის გარეშე იყოს, რადგან ყველას არ უყვარს მარწყვი, ალუბალი და ა.შ.) მითუმეტეს კოცნა ხანდახან შეიძლება მოუოდნელად და არაგეგმიურად განხორციელდეს.

  • ნელა შეახეთ ტუჩები პარტნიორს – ოდნავ დააშორეთ ტუჩები ერთმანეთს და აუჩქარებლად და ნაზად შეეხეთ პარტნიორის ზედა ან ქვედა ტუჩს.

  • გადახარეთ თავი – როდესაც თქვენი ტუჩები ერთმანეთს შეეხება, აუცილებლად იგრძნობთ, რომ რომელიღაც ორგანო ხელს გიშლით ღრმად კოცნაში, ნუ დაიბნევით და იფიქრებთ ბევრს, რადგან როგორც წესი ეს ორგანო ცხვირია. დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად საჭიროა ოდნავ თავი გადახაროთ რომელიმე (მარჯვენა ან მარცხენა) მხარეს (უბრალოდ დააკვირდით, რომ თქვენმა პარტნიორმაც იმ მიმართულებით არ გადახაროს თავი).

  • დახუჭეთ თვალები – როდესაც მიუახლოვდებით თქვენს პარტნიორს საკოცნად, ჩაჰხედეთ მას თვალებში და როდესაც თქვენი თვალები ერთმანეთთან ახლოს იქნება უკვე შეგიძლიათ დახუჭოთ ისინი (ასეთ მდგომარეობაში კოცნა უფრო მოსახერხებელია). თუმცა არსებობენ ადამიანები, ვისაც გსიამოვნებთ კოცნის დროს პარტნიორის ყურება და შესაბამისად ისინი არ ხუჭავენ თვალებს.

  • მშვიდი “პირდახურული” კოცნაფრანგული კონცა სრულდება ე.წ “გაღებული პირით”, მაგრამ სანამ “გაღებული პირით” კოცნას ანუ ფრანგულ კოცნას ისწავლით, მანამდე გარკვეული ცოდნა უნდა დააგროვოთ მშვიდ კოცნაში. პირი ნაზად და აუღელვებლად უნდა გააღოთ და არა ისე – თითქოს შეჭმით ემუქრებოდეთ თქვენს პარტნიორს.

  • დაიწყე ჰოლანდიურად, განაგრძე ფრანგულადკოცნა უნდა იყოს ორივე პარტნიორისათვის სასურველი. თქვენ უნდა იყოთ დარწმუნებული იმაში, რომ ვისაც კოცნით ის მზად არის ფრანგული კოცნისათვის, რადგან თუ თქვენ შენიშნავთ, რომ პარტნიორი გეწინააღმდეგებათ და არ გაძლევთ საშუალებას ფრანგულად აკოცოთ მას, დამიჯერეთ არ არის სასიამოვნო კოცნის შეწყვეტა და კითხვა “რატო მეწინააღმდეგები ეს ხომ მშვენიერია?” ან რაიმე მსგავსი.

  • შეისწავლე ენით – თუ შეიქმნა ისეთი სიტუაცია რომ თქვენ და თქვენი პარტნიორი ისიამოვნებთ ე.წ “ღია პირით კოცნით“, ნელ-ნელა გააღეთ პირი და მოათავსეთ თქვენი ენის მცირედი ნაწილი პარტნიორის პირში. ენა არის ძალიან მგრძნობიარე ორგანი, ამიტომ ეს კოცნა იქნება სასიამოვნო თუ მას დაიწყებთ ნაზად, პროცესისი უფრო სასიამოვნოდ გადაქცევის მიზნით კი ნუ შეეცდებით უფრო ღრმად დაუკავშროთ საკუთარი ენა პარტნიორს. თავდაპირველად ჯობს დაიწყოთ მსუბუქად და ნაზად, ხოლო თუ თქვენს პარტნიორს უფრო მეტი სურს ის თავად გამოიჩენს ინიციატივას.

  • დაიწყეთ ნელავნებიანი კოცნა ზოგჯერ ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ თუ თქვენ გინდათ სიამოვნება მიიღოთ ფრანგული კოცნისაგან ეს უნდა გააკეთოთ ნელა – არ უნდა აჩქარდეთ და აუცილებლად უნდა შეისწავლოთ თქვენი პარტნიორის ენა.

  • სუნთქვა – თუ თქვენი კოცნა გრძელდება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში შეიძლება ჩასუნთქვაც კი დაგავიწყდეთ, მაგრამ დამიჯერეთ გულის წასვლა ან გალურჯება არ არის რომანტიკული ამ დროს, ამიტომ ჯობს კოცნის პროცესში სუნთქვა განახორციელოთ დროდადრო ცხვირის მეშვეობით. კოცნის პროცესის გაუმჯობესების მიზნით შეგიძლიათ თქვენი სუნთქვა პირის მეშვეობით გაუზიაროთ პარტნიორს, მაგრამ გახსოვდეთ რომ ეს ყველას არ მოსწონს.

 

  • გამოიჩინეთ მრავალფეროვნებაკოცნა თოვლის ფანტელებივითაა – ყოველი კოცნა განსხვავებულია. როდესაც ერთხელ ისიამოვნებ ფრანგული კოცნით შემდეგ ცდილობ, რომ კვლავ იგივე გააკეთო ყოველ ჯერზე. თუმცა, უმჯობესია თუ დაამატებთ სხვადასხვა ვარიანტს: აკოცეთ ხანდახან უფრო ღრმად, ხანდახან უფრო მეტი ყურადღება გადაიტანეთ ტუჩებზე ვიდრე ენაზე, განახორციელეთ გრძელი ან მოკლე კოცნები და გამოიკვლიეთ კოცნის ხელოვნება.

  • გამოიყენეთ ხელები – მიუხედავად იმისა, რომ თქვენ უნდა გამოიყენოთ თქვენი ხელები თავაზიანად, განსაკუთრებით პირველი კოცნისას, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი გესაჭიროებათ პარტნიორის მხოლოდ თქვენსკენ მოსამართად. როგორც წესი, უმჯობესია დაიწყოთ პარტნიორის თეძოთი და ამოძრავეთ ხელები მის უკან ან შეეხეთ მის სახეს და თმებს. ასევე შეგიძლიათ ნაზად მოეფეროთ პარტნიორის მხრებს და ეს იმის მაჩვენებილი იქნება, რომ თქვენ კომფორტულად გრძნობთ მასთან თავს. ნაზად მოათავსეთ თქვენი პარტნიორის სახე თქვენს ხელებს შორის, შეეხეთ მის ლოყებსა და კისერს, ასევე შეგიძლიათ მოეხვიოთ მას.

  • გაერკვიეთ პარტნიორის “სხეულის ენაში” – ნებისმიერის ადამიანის კოცნა არის განსხვავებული. კოცნის დროს ყველა სხვადასხვა დეტალისაგან იღებს სიამოვნებას, ასე რომ არ არსებობს კარგი კოცნის სწორხაზოვანი რჩევა. კითხვაზე – სიამოვნებს თუ არა კოცნა პარტნიორს ? – პასუხის გაცემაში კი პარტნიორის “სხეულის ენაში” გარკვევა დაგეხმარებათ. თუ თქვენი პარტნიორი თავს არ გრძნობს კომფორტულად და ცდილობს მოგშორდეთ, მაშინ უმჯობესია შეჩერდეთ. სასიამოვნო კოცნა მოითხოვს ორმხრივობას, ამიტომ გაერკვიეთ თქვენი პარტნიორის “სხეულის ენაში” და ყურადღება მიაქციეთ იმ ჟესტებს, რომელსაც ამჟღავნებს ის რაიმე ქმედების მოწონების შემთხვევაში. ასევე, მიეცით საშუალება თქვენ პარტნიორს თვითონ მან გაკოცოთ და შესაბამისად აჰყევით მას ქმედებაში. დააკვირდით იმ ქმედებებს რასაც თქვენ პარტნიორი ახორციელებს კონკრეტულად ამ კოცნის დროს. თუ თქვენ გაიგონებთ ღრმა სუნთქვას ან კვნესას, ან შეამჩნევთ რომ ის ცოტა აგრესიულად და უფრო მეტი ინტენსივობით გკოცნით ეს ნიშნავს რომ ის აღგზნებულია.

  • განავითარეთ საკუთარი სტილითუ თქვენ შეგიძლიათ კარგი ფრანგული კოცნა, ეს ავტომატურად ნიშნავს რომ თქვენ კარგად შეასრულებთ სხვა სახის კოცნასაც. იმისათვის რომ მაღალდონეზე ისწავლოთ ფრანგული კოცნის შესრულება საჭიროა პრაქტიკა. გარდა ამისა უმჯობესია ეს ე.წ ვარჯიში გქონდეთ ერთ კონკრეტულ პარტნიორთან, რადგან ეს უფრო კომფორტულია და ასევე უფრო შეიგრძნობთ კოცნას და დახვეწავთ იმ სტილს, რომელიც ორივე თქვენგანისათვის მისაღებია.

  • ისაუბრეთ ამის შესახებ – ადამიანთა უმრავლესობისათვის პრობლემატურია ინტიმურ თემებზე საუბარი, მაგრამ კომუნიკაცია და საუბარი მნიშვნელოვანია ნებისმიერ ურთიერთობაში. თუ თქვენ რეალურად მოგწონთ პარტნიორის კოცნის მანერა, გაუზიარეთ ეს მასაც. ხოლო თუ არ მოგწონთ კოცნის ის მანერა, რომელსაც თქვენი პარტნიორი იყენებს დელიკატურად და ნახევრადხუმრობით უთხარით და ერთად გამოასწორეთ ეს საკითხი, ასევე არ დაგავიწყდეთ კომპლიმენტების თქმა ისეთ ქმედებებზე, რომელიც თქვენ მოგწონთ. შესაძლებელია ყველა არასწორი ქმედება, რომელიც კოცნის დროს მოხდება ხუმრობით, სიცილით და უწყინრად გამოასწოროთ.

დარწმუნდი იმაში, რომ კოცნის პროცესი სიამოვნებას განიჭებდეთ. არასოდეს აკოცოთ უბრალოდ კოცნისათვის, დარწმუნებული იყავით იმაში, რომ ადამიანი, ვისაც კოცნით ნამდვილად მოგწონთ.

მომზადებულია www.wikihow.com–ის დახმარებით

Previous «
Next »

Leave a Reply