ამგვარი ორცხობილა თავად მაქვს გასინჯული (მართალია სხვა ფერის, თუმცა ფერი, ვფიქრობ, ამ შემთხვევაში გადამწყვეტი არ არის), ამიტომ თქვენც გირჩევთ ერთხელ მაინც დააგემოვნოთ.
წითელი ორცხობილისათვის საჭირო ინგრედიენტები:
- 1/2 ჭიქა კარაქი (115 გრამი);
- 250 გრამი შაქარი;
- 1 კვერცხი;
- 1 ჩაის კოვზი ვანილის ფხვნილი;
- 1 სუფრის კოვზი წითელი ფხვნილი (საკვები);
- 170 გრამი ფქვილი;
- 1/4 ჭიქა კაკაოს ფხვნილი (20-25 გრამი);
- 1 ჩაის კოვზი საცხობი ფქვილი;
- 1/4 ჩაის კოვზი სოდა;
- 1/2 ჩაის კოვზი მარილი;
- კრემი ორცხობილის გასაფორმებლად.
1. გააცხელეთ ღუმელი 190 გრადუს ცელსიუსზე ან 375 გრადუს ფარენჰეიტზე;
2. აიღეთ ჯამი და აურიეთ ერთმანეთში კარაქი და შაქარი;
3. ნაზავს დაუმატეთ ვანილი, კვერცხი, წითელი ფხვნილი და განაგრძეთ ათქვეფა;
4. აიღეთ მეორე ჯამი და დანარჩენი ინგრედიენტები მასში მოათავსეთ;
5. ნელ-ნელა შეურიეთ ორივე ჯამის ინგრედიენტები ერთმანეთში;
6. მიღებული მასა მოათავსეთ პატარა ნაწილებად (ორი-სამი ჩაის კოვზის ოდენობით) საცხობ დაფაზე;
7. შედგით ღუმელში 10-12 წუთის განმავლობაში;
8. გამოიღეთ, დაელოდეთ გაციებას და წაუსვით მას კრემი.
გემრიელად მიირთვით.