ყველასთვის ძალიან საყვარელი, შოკოლადის ნამცხვარი ბრაუნი შეგიძლიათ მარტივად სახლშიც გააკეთოთ. მისი ბევრნაირი რეცეპტი არსებობს, როგორც ამბობენ რამდენი დიასახლისიცაა იმდენი ბრაუნის რეცეპტია.
რეცეპტში ყველაზე მთავარი შოკოლადის ხარისხია. ბრაუნის გაკეთებას დიდი დრო არ მიაქვს, სამაგიერო გემრიელი დესერტია და განსაკუთრებით ბავშვებს უყვართ. გემოვნებით შეგიძლიათ თხილის ან კაკლის დამატება, გამომცხვარ ნამცხვარზე შოკოლადის მოსხმა ან ნაყინთან ერთად მირთმევა.
ბრაუნი
ბრაუნის მომზადება
ინგრედიენტები:
- 3 კვერცხი
- 180 გრ. კარაქი
- 200 გრ. შავი შოკოლადი
- 150-200გრ. ფქვილი
- 100 გრ. შაქარი
- 1 ჩ /კ გამაფხვიერებელი
- ვანილი
ორთქლზე გავადნოთ შოკოლადი და დავუმატოთ კარაქი. მიღებული მასა კარგად ავურიოთ და დავდოთ გასაგრილებლად.
ჯერ ავთქვიფოთ კვერცხის ცილა, შემდეგ კვერცხის გული, დავუმატოთ შაქარი და ვანილი, მიღებულ მასაში ჩავასხათ გამდნარი შოკოლადი და კარაქი. ეს ყველაფერი მიქსერით ისევ კარად ავთქვიფოთ.
ნელ-ნელა ჩავყაროთ ფქვილი და გამაფხვიერებელი და ისევ ავთქვიფოთ, ისე რომ ერთიანი, თხელი მასა გამოვიდეს.
ფორმას წავუსვათ კარაქი, ან გამოვიყენოთ საცხობი ფრცელი.
ჩავასხათ ეს ყველაფერი ფორმაში და შევდგათ გამოსაცხობად (175გრადუს ტემპეატურაზე).
გამომცხვარ ნამცხვარს შეგვიძლია დამატებით შოკოლადი მოვასხათ.
- 120გრ. შოკოლადი
- 50გრ. კარაქი
გავადნოთ იგივე პრინციპით და მოვასხათ სურვილისამებრ.
ასევე დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ გაეცნოთ სტატიას – როგორ მოვამზადოთ ყავის ბრაუნი?
You must log in to post a comment.