როგორ ვაწარმოოთ თხილი?

  • ihow.ge
  • აგვისტო 10, 2017
დღევანდელი მონაცემებით საქართველოში დაახლოებით 25 000 ტონა გაუტეხავი თხილი იწარმოება. კარგი კლიმატური პირობების შემთხვევაში, საქართველოში დაახლოებით 7 000 ტონა თხილის გული იწარმოება (შრობისა და ნაჭუჭის გაცლის შემდეგ).

როგორ ვაწარმოოთ მარწყვი?

  • ihow.ge
  • აგვისტო 9, 2017
მარწყვი საქართველოში წარმოებულ კენკროვან კულტურებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული და პოტენციური კულტურაა. საქართველოს ნიადაგობრივ კლიმატური რესურსები ხელსაყრელ პირობებს ქმნის მარწყვის მოსაყვანად.

რა უნდა ვიცოდეთ კარტოფილის შესახებ?

  • ihow.ge
  • აგვისტო 8, 2017
კარტოფილი ძაღლყურძენისებრთა ოჯახის, ორლებნიანი, ტუბერიანი მცენარეა. თავისი მრავალმხრივი გამოყენებითა და ძვირფასი კვებითი თვისებებით ერთ-ერთი დიდი მნიშვნელოვანი კულტურაა. იგი მნიშვნელოვანი რაოდენობით შეიცავს სახამებელს, ცილებს, შაქარს და C ვიტამინს, B1 ჯგუფის ვიტამინის შემცველობით იგი ჯობნის კომბოსტოს, პომიდორს, სტაფილოსა და ხახვს. კარტოფილი შეიცავს აგრეთვე სხვა ვიტამინებსაც A1, B1, B6, PP.

როგორ ვებრძოლოთ ჭარხლის მავნებელ დაავადებებს?

  • ihow.ge
  • აგვისტო 8, 2017
ჭარხლის მოყვანისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს გამარგვლა-გამეჩხერებას, რიგთაშორისების გაფხვიერებას, რწყვას. შესაბამისი ჰერბიციდების გამოყენება საგრძნობლად აიოლებს მოვლის პროცესს (ორლებნიანი სარეველების წინააღმდეგ ბელვედერი ან ბეტანალი გამოყენებას 1,5-3 ლ/ჰა-ზე, ერთლებნიანებთან (შალაფა, ჭანგა) საბრძოლველად აგილი 0.8-1 ლ/ჰა-ზე. ფიუზილადი 2-4 ლ/ჰა-ზე).

როგორ მოვაწყოთ სადგომი საქონლისთვის?

  • ihow.ge
  • აპრილი 7, 2016
მხვილფეხა საქონლის ზრდაგანვითარებასა და ნორმალურ ცხოველქმედებაზე მოქმედებს მრავალი ფაქტორი, რომელთა მავნე გავლენის გამო ქვეითდება ორგანიზმის გამძლეობა და იმუნიტეტი, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის პათოგენური მიკროორგანიზმების ზრდა-განვითარებისათვის. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მათ შორის შენახვის პირობებია, რომელიც ისეთი უნდა იყოს რომ ცხოველზე არ მოახდინოს მავნე გავლენა, არ დააქვეითოს მისი ჯანმრთელობა და პროდუქტიულობა.

როგორ მოვიყვანოთ ვაზი?

  • ihow.ge
  • აპრილი 5, 2016
მევენახეობის ყველა ზონაში სავენახე ფართობის შერჩევისას უნდა გავითვალისწინოთ კლიმატური ფაქტორების გავლენა ვაზის მოსავლიანობაზე, მოსავლისა და ღვინომასალის ხარისხზე. აქედან გამომდინარე დიდი მნიშვნელობა აქვს ნიადაგის და ქვენიადაგის თვისებებს, ფერდობების დაქანებას და სხვა.

როგორ გავზარდოთ ტროპიკული ხილი ავოკადო?

  • commail.comedyin
  • იანვარი 9, 2015
შემდგომში, როცა მიირთმევთ ავოკადოს, ან გამოიყენებთ რომელიმე კერძისთვის, შეინახეთ კურკა. ავოკადოს ხის გაზრდა ადვილი და საინტერესოა.

როგორ გავაკეთოთ ფრანგული ბოსტანი ?

  • ninimate
  • თებერვალი 15, 2014
იწყება გაზაფხული, თბილი და მზიანი ამინდი, საუკეთესო პერიოდი რათა ყველაფერი გამწვანდეს, აყვავდეს და გაიფურჩქნოს. ეს დრო საუკეთესოა ბოსტნეულის დასათესად და მოსაყვანად. მათ კი ვისაც სურს გააკეთოს განსხვავებული ბოსტანი, მაგალითად: ფრანგული, ეს სტატია დაეხმარება ამ გეგმის განხორციელებაში.

როგორ მოვამზადოთ გოგრის სახის ნიღაბი?

  • gvantsa28
  • თებერვალი 6, 2014
გოგრის ნიღაბს შუძლია მოახდინოს სასწაულები თქვენი სახის კანისთვის. იგი შეცავს 100-ზე მეტ ასაკის უკუქცევის ნატრიუმებს, მათ შორის ფერმენტებს რომელიც არის სამკურნალო ხასიათის. ის ატენიანებს კანს და დასძენს ჩინებულ,რბილ ეფექტს. იგი სახეს წარმოაჩენს  უფრო გაახალგაზრდავებულს, ჯანმრთლს და ზრდის უჯრედების განახლების კურსს.

როგორ ვებრძოლოთ ბოსტნეული კულტურების მავნებლებს

  • ihow.ge
  • იანვარი 28, 2014
ალბათ არაერთხელ გსმენიათ ბოსტნეულ კულტურებზე გავრცელებული მავნებელი დაავადებებისა და მათთან ბრძოლის მეთოდების შესახებ. ბუნებრივია ჩვენც, როგორც მომხმარებელი მუდმივად ვხდებით მათ მიერ მოყენებული ზიანის მსხვერპლი.

როგორ მოვიყვანოთ ხახვი

  • ihow.ge
  • იანვარი 26, 2014
თავიანი ხახვი ორწლიანი ან სამწლიანი კულტურის სახით მოყავთ. ორწლიანი კულტურის დროს პირველ წელს ხახვი განავითარებს ფოთლებს და ბოლქვებს, ხოლო მეორე წელს იძლევა სათესლე ისრებს, ყვავილებსა და თესლს. თავიანი ხახვი კულტურაში ცნობილი იყო ჯერ კიდევ 4 ათასი წლის წინ, მის სამშობლოდ წინა და შუა აზია ითვლება, საიდანაც ის შემდგომში თანდათანობით გავრცელდა. ხახვი გამოიყენება როგორც ნედლი, ასევე […]

როგორია მცენარეთა სასარგებლო თვისებები?

  • tatatatusi
  • დეკემბერი 14, 2013
 ალოე –  ახორცებს ჭრილობებს, ხელს უწყობს ჭრილობის შეხორცებას. ამშვიდებს გაღიზიანებულ კანს და ატენიანებს მას. ის იდეალურია მზის სხივებით ზემოქმედებით მოსუსტებული კანისათვს.             ქაცვი – კვებავს და კურნავს. სასწაულმოქმედია ქაცვის ნიღაბი. A, C, E, K, F ვიტამინებს, სხვა ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, რომელიც აუცილებელია კანის კვებისათვის, დაავადების შემთხვევაში – მის სამკურნალოდ.   […]

როგორ ავარჩიოთ მარწყვი ყიდვისას?

  • Creed
  • ივნისი 9, 2013
ზაფხულიც მოვიდა და ბევრს სურს გასინჯოს რაიმე გამაგრილებელი და ზაფხულის არომატით. მეგობრებო, მარწყვის მარცვლები ძალიან მარგებელი პროდუქცია. ისინი შეიცავენ ბევრ ვიტამინებს, მიკროელემენტებს, მჟავას, არომატიზირებულ ნივთიერებებს და ა.შ. რაც დადებით ზეგავლენას ახდენს ორგანიზმზე. და აი დახლებზე გამოჩნდა პირველი მარწყვი – როგორ არ უნდა იყოს კაცმა? :) ყიდვისას აუცილებელია მისი სწორი შერჩევა, რაშიც მე დაგეხმარებით.

მესაქონლეობა – როგორ მოვუაროთ საქონელს (ძროხა)

  • ihow.ge
  • დეკემბერი 28, 2012
ძროხა სხვა პირუტყვთან შედარებით ყველაზე გავრცელბული ცხოველია დედამიწაზე, ადამიანი ძროხისაგან იღებს რძის მთლიანი რაოდენობის 99 %-ს, ხორცის 30%, მისი ტყავისაგან ამზადებენ ფეხსაცმელებს, ჩლიქებისა და რქებისგან წებოს, სისხლისა და ჯირკვლებისგან სამკურნალო პრეპარატებს, ნაკელისაგან საუკეთესო ორგანულ სასუქს.

როგორ მოვიყვანოთ და მოვუაროთ პომიდორს

  • ihow.ge
  • დეკემბერი 26, 2012
პომიდორი (Licopersicum esculentum) ერთწლოვანი, ორლებნიანი ბალახოვანი მცენარეა, მიეკუთვნება ძაღლყურძენისებრთა ოჯახს. პომიდვრის კულტურა წარმოშობით სამხრეთ და ცენტრალური ამერიკიდანაა. ანდების მთიანეთში ამჟამადაც არის გავრცელებული მისი ველურნაყოფა ფორმები.

როგორ დავთესოთ და მოვუაროთ კიტრს

  • ihow.ge
  • დეკემბერი 25, 2012
კიტრი (Cucumis sativus). ერთწლოვანი, ორლებნიანი მცენარეა, გოგრისებრთა ოჯახიდან, მხვიარა ღეროთი. კიტრის დამტვერვას ახდენენ მწერები (ფუტკრები), საკვებად გამოიყენება მოუმწიფებელი ნაყოფები. მცენარის განვითარებისათვის აუცილებელია თბილი კლიმატური პირობები, არანაკლებ 12-15 C0 კიტირი ყველაზე უკეთ იზრდება 25-30 C0 ჰაერის და ნიადაგის 20-25 C0 ტემპერატურისას, 1 გრამი კიტრის თესლი 30-35 მარცვალს შეიცავს.
გვერდი 2; 3-დან«123 »