მიმიკა და ჟესტები

  • guli-kizi
  • დეკემბერი 15, 2011
როგორ ფიქრობთ შესაძლებელია თუ არა გაიგო თუ რას ფიქრობს ადამიანი, მისი მიმიკებისა და ჟესტებიდან გამომდინარე ? ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემისას გამოჩნდებიან როგორც მომხრეები, ასევე მოწინაღმდეგეებიც.

როგორ დავზოგოთ ფული

  • daviti
  • დეკემბერი 15, 2011
გსურთ შეიძინოთ ახალი მობილური ტელეფონი, თუმცა ბიუჯეტი არ გაძლევთ ამის შესაძლებლობას? ეს იმის ბრალია, რომ არარაციონალურად იყენებთ თქვენს შემოსავლებს და დროა ისწავლოთ ფულის დაზოგვა! არსებობს უამრავი საშუალება ფულის რაციონალურად მართვისათვის, თუმცა ადამიანების უმეტესობა ამას არ უფიქრდება და თანხებს ხარჯავს იმაში რაც მისთვის იმწუთას, იმპულსურადაა მნიშვნელოვანი.

ფაილებისა და საქაღალდის დამალვა კომპიუტერში

  • lasha117
  • დეკემბერი 11, 2011
არის შემთხვევები როდესაც კომპიუტერს თქვენს გარდა რამდენიმე ადამიანი იყენებს. სწორედ ამის გამო მათ ხელი მიუწვდებათ თქვენს პირად საქაღალდეებსა (Folder-ფოლდერი) და ფაილებზე.

როგორ შევიქმნათ საახალწლო განწყობა?

  • daviti
  • დეკემბერი 10, 2011
გვიახლოვდება ახალი 2012 წელი, თუმცა თბილისის მერიის გარდა ალბათ ჯერ ცოტას თუ დაუწყია საახალწლო მზადება. პირადად მე, ქუჩებში განათებული ფერადი ნათურები უკვე კარგ ხასიათზე მაყენებს, თუმცა თუ გსურთ  საახალწლო განწყობა გაიმძაფროთ, მაშინ გირჩევთ მიჰყვეთ ამ მითითებებს.

iPhone-ში ზარების ჩაწერა უფასოდ

  • lasha117
  • დეკემბერი 7, 2011
ამ პოსტში დეტალურად აგიხსნით, თუ როგორ უნდა ჩავწეროთ კომპანია apple-ის პროდუქტ iphone-ში ზარები უფასოდ. საქმე იმაშია, რომ ამ ტელეფონზე, როგორც წესი, ზარების ჩაწერა არის ფასიანი.

უნივერსალური კოკა-კოლა

  • lasha117
  • დეკემბერი 6, 2011
წინა პოსტში მარტივად აგიხსენით, თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ კოკა-კოლა საბურავების გასაწმენდად. ამჯერად კიდევ გაგაცნობთ აღნიშნული სასმელის გამოყენების რამდენიმე უჩვეულო მეთოდს.

როგორ გავაპრიალოთ მანქანის საბურავები

  • lasha117
  • დეკემბერი 6, 2011
ყველას არა აქვს იმის შესაძლებლობა, რომ თვეში ერთხელ ცვალოს მანქანის საბურავები, რათა მათ მუდმივად ახლის შესახედაობა ჰქონდეთ. ხშირად, როდესაც ადამიანი მანქანას უყურებს, პირველ რიგში აკვირდება მის დეტალებს: საბურავები კი მანქანის ერთ-ერთი მთავარი დეტალია.

როგორ ვისწავლოთ სკოლაში კარგად?

  • daviti
  • დეკემბერი 4, 2011
ეს არის კითხვა რომელიც ალბათ ყველა მოსწავლეს აწუხებს. ყველას უნდა ათიანი, მაგრამ სწავლა ცოტას თუ ეხალისება (რაც ძალიან ცუდია). ახლა მოგცემთ რჩევებს, რომელბიც აპრობირებულია წარმატებული, თუმცა ზარმაცი მოსწავლეების მიერ.

კეტების სწორად შერჩევა

  • lasha117
  • დეკემბერი 3, 2011
ბევრჯერ გექნებოდათ შემთხვევა, როდესაც კეტების შეძენის შემდეგ, აღნიშნული კეტის ჩაცმა ორ კვირაში მისი მდგომარეობის გამო შეუძლებელი გამხდარა. ეს გამოწვეულია იმით, რომ მსოფლიო მასშტაბით ათასობით სხვადასხვა ქარხანაა, რომელიც უშვებს, როგორც ორიგინალ, ასევე არაორიგინალ (გაყალბებულ) პროდუქციას.

დეპრესია. როგორ დავეხმაროთ მეგობარს?

  • daviti
  • დეკემბერი 2, 2011
დეპრესია ეს არის ნორმალური ფსიქოლოგიური და ფიზიოლოგიური ფუნქციების დარღვევა, რომელიც მოიცავს სხეულსა და გონებას. დეპრესია გავლენას ახდენს ჩვენს განცდებზე, ფიქრსა და ქმედებებზე. დეპრესიულმა აშლილობამ შესაძლოა გამოიწვიოს ფიზიკური და გონებრივი პრობლემები. ბევრი ადამიანი არ აღიარებს და ვერ წარმოუდგენია თუ რამხელა ზიანის მოტანა შეუძლია დეპრესიას, მაგრამ ახლა არ ვისაუბრებთ ზოგადად დეპრესიაზე – ამ სტატიაში მოგცემთ ზოგად რჩევებს […]

დავალიანებების ნახვა ინტერნეტით

  • ihow.ge
  • ნოემბერი 19, 2011
ინტერნეტის განვითარებამ მრავალი წარმოუდგენელი იდეა რეალობად აქცია – თუ ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ წამოუდგენელი იყო ჩვენი ნებისმიერი სახის დავალიანებისა თუ ინტერნეტის მეშვეობით დეტალური ინფორმაციის გაგება, დღეისათვის ეს ძალიან მარტივია და ნებისმიერი ადამიანისთვისაა შესაძლებელი (თუნდაც მათთვის, ვინც დამწყების დონეზე მაინც ერკვევა კომპიუტერში ).

კონვერტირებადი ერთეულები

  • ihow.ge
  • ნოემბერი 6, 2011
ბევრ ჩვენგანს ალბათ ხშირად დასჭირვებია სხვადასხვა ერთეულების გადაყვანა / კონვერტირება. მრავალი ნივთისა თუ ტანსაცმლის შეძენისას კი მათი სხვადასხვა ერთეულებში გადაყვანა ხშირად გვიჭირს თუ კომპიუტერთან (გუგლის სიახლოვეს) არ ვართ. ამიტომ, ერთად დავიმახსოვროთ ყველაზე ხშირად გამოყენებული კონვერტირებადი ერთეულები ისე, რომ ნებისმიერ დროს შევძლოთ მათი დამოუკიდებლად კონვერტირება.

ეტიკეტი (სუფრასთან ქცევის წესები)

  • ihow.ge
  • ოქტომბერი 15, 2011
ქართულ რეალობაში ხშირად არის შემთხვევები, როდესაც შეიძლება ერთ დღეს მთაში მწყემსებთან ან ბერებთან ერთად მოგიწიოს სუფრასთან ყოფნა, ხოლო მეორე დღეს აღმოჩნდე სრულიად უცხო საზოგადოებასთან ერთად ისეთ სუფრაზე, სადაც ქცევის გარკვეული ნორმების დაცვაა საჭირო.

როგორ დავწეროთ CV

  • ihow.ge
  • ოქტომბერი 4, 2011
CV (Curriculum Vitae) – არის დოკუმენტი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას პიროვნების გამოცდილებისა და სხვა კვალიფიკაციების შესახებ. მას ძირითადად იყენებენ სამუშაოს მაძიებელნი. სივი (“ქართული ვარიანტი”) ძალიან გავრცელებული და დამკვიდრებული ტერმინია საქართველოში, მაგრამ იშვიათად მის ნაცვლად იყენებენ რეზიუმესაც.

ჰალსტუხის დამოუკიდებლად შეკვრა

  • ihow.ge
  • სექტემბერი 30, 2011
ყველა ადამიანის ცხოვრებაში (ვინც ამ სტატიას კითხულობს) დამდგარა  მომენტი როდესაც,  ჰალსტუხის შეკვრა აუცილებელი გამხდარა  (ან საკუთარ ყელზე ან ვინმე ნათესავის ან ახლობლის ყელზე მაინც), მაგრამ აღმოუჩენია რომ ვერ ხლართავს ამ ნაჭერს ისე რომ საინტერესო მარყუჟი მიიღოს და დაუწყია ფიქრი ვინ შეიძლება იცოდეს მისი შეკვრა. დაუწყია ოჯახის წევრებიდან გადასულა მეზობლებშიც, მაგრამ უშედეგოდ.
გვერდი 32; 32-დან« პირველი...1020«2829303132