ამ პეჩენიის ინგრედიენტებში შედის შოკოლადის კარაქი ნუტელა, ასევე კაკაოსა და ტყის თხილის ექსტრაქტი, რომელიც გამოკვეთავს ნუთელას გემოს. თუ გსურთ ამ ნამცხვრის დღესასწაულზე გამოცხობა, მაშინ ამოავლეთ ის ფერად შაქარში გაბრტყელებამდე.
ინგრედიენტები ნუთელას პეჩენიისათვის:
პორცია შედგება 40 პეჩენიისგან
- 1 1/2 ჭიქა ფქვილი
- 1/2 ჭიქა არატკბილი კაკაოს ფხვნილი
- 1 ჩ.კ საფუარი
- 1. ჩ.კ საჭმელი სოდა
- 1 შეკვრა უმარილო დარბილებული კარაქი
- 1/2 ჭიქა შაქარი
- 1/2 ჭიქა ყავისფერი შაქარი
- 1 ჩ.კ ვანილი
- 1. ჩ.კ ტყის თხილის ექსტრაქტი
- 1/3 ჭიქა რძე
- 1/3 ჭიქა ნუთელა
ნაბიჯი 1:
ავთქვიფოთ ფქვილი, კაკაოს ფხვნილი, საფუარი, საჭმელი სოდა ჯამში.
ნაბიჯი 2:
მოათავსეთ კარაქი და შაქარი ცალკე ჯამში. ათქვიფეთ საშუალო სიჩქარით სანამ მასა არ გახდება ნაღების მაგვარი. იხმარეთ მაგიდის ან ელექტრო მიქსერი. დაამატეთ ვანილის და ტყის თხილის ექსტრაქტს კარაქის მასა და ათქვიფეთ 30 წამის განმავლობაში.
ნაბიჯი 3:
დაამატეთ ნახევარ მშრალ ინგრედიენტებს სველი ინგრედიენტები და მოურიეთ სანამ მშრალი ინგრედიენტებიც არ დასველდება. დაამატეთ რძე და მოურიეთ სანამ მასა ერთიანი არ გახდება.
ნაბიჯი 4:
მიღებულ მასას დაუმატეთ დარჩენილი მშრალი ინგრედიენტები და ურიეთ სანამ მასა არ გახდება ერთიანი. დაამატეთ კოვზით ნუთელა და ურიეთ სანამ მთელი ინგრედიენტები არ აირევა. თუ ცომი არ შეერთდება, მაშინ დაამატეთ ერთი სადილის კოვზი რძე სანამ მასა არ გაერთანდება.
ნაბიჯი 5:
დააფარეთ ჯამს პოლიეთილენის პარკი და შეინახეთ 15–20 წუთით გასაციებლად.
ნაბიჯი 6:
გავახუროთ ღუმელი 160°C ზე და დავაფინოთ ლითონის ლანგარზე პერგამენტის ქაღალდი.
ნაბიჯი 7:
დააყარეთ ცოტა ფქვილი თეფშზე. დაადეთ ხელი ფქვილს ისე რომ ხელზე ფქვილი დარჩეს, რომ შემდგომში ცომი არ მიგეწებოთ.
ნაბიჯი 8:
აიღეთ ცომი და გააკეთეთ 5 სანტიმეტრიანი ბურთულები და დაალაგეთ პერგამენტის ქაღალდიან ლანგარზე. ბურთულებს შორის მანძილი უნდა იყოს 5 სანტიმეტრი.
ნაბიჯი 9:
ჭიქის დაბლითა მხარეს წაუსვით ფქვილი და რგოლები გააბრტყელეთ ლანგარზე. გამოაცხვეთ 10 წუთის განმავლობაში და შემდეგ ამოიღეთ ლანგრიანად. პეჩენია გააცივეთ ორი წუთს მანძილზე და გადმოიღეთ თეფშზე.
მზადაა! გემრიელად მიირთვით
სტატია მომზადებულია wikihow.com-ს მიხედვით
You must log in to post a comment.