წინა პოსტში აღვწერე თუ როგორ გამოვიყენოთ ქოქოსის ზეთი თმისთვის, ახლა კი ვისწავლოთ როგორ გამოვიყენოთ ის სახის კანისთვის და ტანისთვის.
ქოქოსის ზეთი
ქოქოსის ზეთი სახის კანისთვის
ნაბიჯი 1
დაიბანეთ სახე კარგად, შეიშხურეთ სახეზე წყალი და შემდეგ რბილი პირსახოცით ფრთხილად მოიწმინდეთ. ეცადეთ კანი არ აიქერცლოს, თორემ ეს გამოიწვევს სერიოზულ დაზიანებებს.
ნაბიჯი 2
წაისვით ზეთი თვალების ქვეშ და ქუთუთოებზე და კარგად შეიზილეთ. ქოქოსის ზეთი არის ძალიან კარგი თვალებისა და ქუთუთოებისათვის. იგი ატენიანებს თხელ კანს, აღიავებს მუქ წრეებს და აქრობს ნაოჭებს. წაისვით მცირე რაოდენობა ქოქოსის ზეთისა, გასაკუთრებით კი იმ ადგილებში სადაც ნაოჭებია.
- თქვენ დაახლოებით გჭირდებათ მარცვლის ზომის რაოდენობა თითოეული თვალისთვის. არ გამოიყენოთ ძალიან ბევრი!
- ეცადეთ ზეთი არ მოგხვდეთ თვალზე, თორემ თვალები ცოტა ხნით ბუნდოვანი გახდება!
ნაბიჯი 3
წაისვით ზეთი სხვა გამომშრალ ადგილებზეც. თუ მის წასმას გადაწყვიტავთ ნაჭრით, მაშინ ის უნდა იყოს ძალიან რბილი და ამავდროულად ზედ უნდა წავუსვათ ძალიან მცირე რაოდენობის ზეთი და შემდგომ დავიზილოთ ამ ნაჭრით შერჩეული ადგილი წრიული მოძრაობით ნაზად. ამ ნაჭრით შეგიძლიათ ზეთი წაისვათ თვალებს შუა, საფეთქლებზე და ა.შ.
ნაბიჯი 4
წაისვით ქოქოსის ზეთი ტუჩებზე. გაუფილტრავი ზეთი დამსკდარ ტუჩებს გახდის რბილს. სინამდვილეში ქოქოსის ზეთიც საკვებია და არ უნდა ვიდარდოთ იმაზე თუ ცოტა გადაგვეყლაპება. ფაქტია რომ, ამ ზეთის დალევა ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის.
ნაბიჯი 5
გამოიყენეთ ქოქოსის ზეთი, როგორც სახის კრემი. წაისვით ზეთი სახეზე შხაპის ან უბრალოდ სახის დაბანვის შემდეგ. დაელოდეთ დაახლოებით 10 წუთი, სანამ კანი შეიწოვს ზეთს. თქვენ მცირე რაოდენობის ზეთი დაგჭირდებათ რომ მთელ სახეზე წაისვათ.
ტანის დატენიანება ქოქოსის ზეთით
ნაბიჯი 1
წაისვით ქოქოსის ზეთი შხაპის ან აბაზანის მიღების შემდეგ. კანი უფრო დამყოლი იქნება და ადვილად შეიწოვს.
ნაბიჯი 2
გამოიყენეთ ერთი ჩაის კოვზი ზეთი მკლავების დასატენიანებლად. ამოიღეთ კოვზით ზეთი და წაისვით მკლავზე, ამისათვის კი დაიხმარეთ მეორე ხელი. დაიზილეთ ხელი სანამ ზეთს მთლიანად არ შეიწოვს და კანი არ გახდება გლუვი. გაიმეორეთ მეორე ხელზე.
ნაბიჯი 3
წაისვით ორი ჩაის კოვზი ზეთი ფეხების დასატენიანებლად. წაისვით ზეთი ბარძაყებზე, მუხლებთან არეში და სხვ. იზილეთ ზეთი სანამ არ შეიწოვება. გაიმეორეთ იგივე მეორე ფეხზე.
ნაბიჯი 4
წაისვით ქოქოსის ზეთი ნებისმიერ ადგილას: მუცელზე, მკერდზე და სხვა. ქოქოსის ზეთის გამოყენება შეგიძლიათ როგორც ლოსიონი.
ნაბიჯი 5
ეს პროცესი სულ 15 წუთს გასტანს და თუ გნებავთ რომ თქვენი ტანისამოსი არ დაისვაროს, ჩაიცვით საბანაო ხალათი.
You must log in to post a comment.