ალბათ მოგნატრებიათ ბებიას ძველი ღვეზელები, თუმცა ფიქრობთ რომ ბევრი წვალება სჭირდება. თუმცა როდესაც ამ რეცეპტით გამოაცხობთ ნამცხვარს, შემდეგ არც კი დაიჯერებთ რომ ის თქვენი გაკეთებულია. თუ ცოტა ნაყინსაც დაუმატებთ, ძალიან მადისაღმძვრელი გამოვა.
ინგრედიენტები ვაშლის ღვეზელისათვის:
ვაშლის ღვეზელის ცომი:
- 2 ჭიქა ფქვილი
- 1 ჩაის კოვზი მარილი
- 90 გრ. სპეციალური მარგარინი
- 5 სუფრის კოვზი ცივი წყალი
- 1 კვერცხი
- რძე
ვაშლის ღვეზელის შიგთავსი:
- 80 მლ. თეთრი შაქარი
- 80 მლ. ყავისფერი შაქარი
- 1/4 ჩაისკოვზი მარილი
- 1 ჩ/კ დარიჩინი
- 1/2 ჩ/კ ჯავზი(ხეხო)
- 3 ს/კ ფქვილი
- 6-8 საშუალო ზომის ვაშლი
ვაშლის ღვეზელი – ნაბიჯი 1:
წინასწარ აანთეთ გაზი 200 გრადუსზე ცელსიუსით.
ვაშლის ღვეზელი – ნაბიჯი 2:
დარწმუნდით რომ გაქვთ სუფთა დაფა გასაბრტელებლად.
ვაშლის ღვეზელი – ნაბიჯი 3:
ჩაყარეთ კარაქი, ფქვილი და მარილი ერთ დიდ ჯამში და მოურიეთ ჩანგლით. დაჭყლიტეთ კარაქი სანამ არ დარჩება პატარა ნაწილები და შემდეგ ნელა დაამატეთ წყალი.
ვაშლის ღვეზელი – ნაბიჯი 4:
მოურიეთ ფქვილიანი ხელით სანამ ცომი არ გახდება ბურთის ფორმის. შემდეგ გაყავით ცომი ორ ნაწილად და ერთი ნაწილი შეინახეთ მაცივარში.
- ასევე შეგიძლიათ ორივე ნაწილი ერთად შეინახოთ მაცივარში 30 წუთი და შემდეგ გაყოთ.
ვაშლის ღვეზელი – ნაბიჯი 5:
დაფაზე დადეთ მრგვალი ცომი და დაიწყეთ მისი გაბრტყელება.
ვაშლის ღვეზელი – ნაბიჯი 6:
ნელ-ნელა დაახვიეთ გაბრტყელებული ცომი გასაბრტყელებელს და ისე აიღეთ.
ვაშლის ღვეზელი – ნაბიჯი 7:
მოაცალეთ ცომი გასაბრტყელებელს და მოარგეთ იგი სპეციალურ ჭურჭელს. შემდეგ გამოშვერილი ცომი მოაჭერით.
ვაშლის ღვეზელი – ნაბიჯი 8:
მოათავსეთ ცომი მაცივარში.
ვაშლის ღვეზელი – ნაბიჯი 9:
გათალეთ და დაჭერით ვაშლები პატარა კუბებად. ჩაყარეთ იგი დიდ ჯამში და შეურიეთ ყავისფერი და თეთრი შაქარი, მარილი, ლიმონის წვენი, ფქვილი, ხეხო და დარიჩინი. შემდეგ მოურიეთ და შედგით მაცივარში
ვაშლის ღვეზელი – ნაბიჯი 10:
გააბრტყელეთ დარჩენილი ნაწილი ისევე როგორც პირველი. შემდეგ დაჭერით ის დაახლოებით 2 სმ სიგანის ნაჭრებად.
ვაშლის ღვეზელი – ნაბიჯი 11:
გამოიღეთ ღვეზელის ქერქი და შიგთავსი. ჩაყარეთ შიგთავსი ღვეზელის ქერქში და გაანაწილეთ ის კოვზით.
ვაშლის ღვეზელი – ნაბიჯი 12:
წაუსვით ნაპირებზე გატეხილი კვერცხი.
ვაშლის ღვეზელი – ნაბიჯი 13:
დადეთ დაჭრილი ცომის ნაჭრები ღვეზელზე ჯვარედინად.
ვაშლის ღვეზელი – ნაბიჯი 14:
შეაშხეფეთ რძე ღვეზელზე. შემდეგ მოაყარეთ დარიჩინი და შაქარი. ეს ყველაფერი დაეხმარება ღვეზელს რომ შეიწვას ადვილად.
ვაშლის ღვეზელი – ნაბიჯი 15:
გამოაცხეთ ღვეზელი 200 ºC 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ დაუკელით 190 ºC -ზე და გამოაცხვეთ 45 წუთის განმავლობაში.
ვაშლის ღვეზელი – ნაბიჯი 16:
გამოღების შემდეგ დატოვეთ ღვეზელი 45-60 წუთი ოთახის ტემპერატურაზე.
სულ ეს იყო, ახლა კი შეგიძლიათ მიირთვათ ეს არაჩვეულებრივი ღვეზელი.
You must log in to post a comment.